მოგესალმებით საზღვრისპირა თანამშრომლობის ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე, რომელიც ხორციელდება ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში!

ამ პლატფორმაზე, თქვენი პროექტების განსავითარებლად და განსახორციელებლად, ხელმისაწვდომია ვიდეო გაკვეთილები, წერილობითი მითითებები და სასწავლო მასალები ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და არაბულ ენებზე.

ამასთანავე, თქვენ იპოვით სასწავლო მასალებს ქართულ, სომხურ,მოლდოვურ, თურქულ და უკრაინულ ენებზე. ტრენინგის მასალები ასევე მოგეწოდებათ უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებელ ღონისძიებებზე, მოცემულ ქვეყნებში.

თქვენ, შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებული რესურსები იმისთვის, რომ უკეთ განავითაროთ როგორც თქვენი, ისე სხვათა უნარები. ასეთის არსებობის შემთხვევაში – ჩვენ ჩართული გვაქვს სასწავლო მასალის სპეციალური, ტრენერის ვერსია.

იმ შემთხვევაში თუ ვერ მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია, გთხოვთ ხელახლა ეწვიოთ ჩვენს ონლაინ სასწავლო პლატფორმას, რადგან ჩვენ მუდმივად ვანახლებთ მას.

გისურვებთ ნაყოფიერ ონლაინ სწავლებას და წარმატებას თქვენს პროექტებში!

ამ პლატფორმაზე არსებული ვიდეო გაკვეთილები, წერილობითი მითითებები და სასწავლო მასალები მომზადდა TESIM (ტექნიკური დახმარება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENI), საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის (CBC) პროგრამების განხორციელებისთვის და მართვისათვის). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ისინი ხელმისაწვდომია სანახავად და ასევე უფასო ჩამოტვირთვისთვის. გთხოვთ მიუთითოთ წყარო, როდესაც გამოიყენებთ ამ მასალებს ტრენინგის ჩატარებისას. თუ გსურთ რომ მიიღოთ სასწავლო მასალები სხვა ფორმატში გარდა PDF-ისა, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე : info@tesim-cbc.eu

 

საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა ფინანსდება ევროკავშირის მიერ ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში. შეიტყვეთ უფრო მეტი მის და TESIM-ის სხვა საქმიანობის შესახებ შემდეგ მისამართზე: tesim-enicbc.eu